ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა მე-8 ბრძოლა მოიგო და ოძეკის რანგი შეინარჩუნა

ქართული სუმოს ქომაგები

ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოს მე-14 დღეს მე-8 ბრძოლა მოიგო და ოძეკის რანგი შეინარჩუნა. მან იაპონელი აბი შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა.

სწორედ 15 ბრძოლიდან 8 გამარჯვება სჭირდებოდა ტოჩინოშინს ოძეკობის შესანარჩუნებლად. 

ლევან გორგაძე ოძეკი მაისის ბაშოს შემდეგ გახდა. ეს ბაშო მან 13 გამარჯვებით და 2 მარცხით დაასრულა, თუმცა, ეს შედეგი მთლიანად ტურნირის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ივლისის ბაშოზე კი ტოჩინოშინმა ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირს 6 ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა და მთლიანობაში 15-დან 10 მარცხი გაუფორმდა. ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოზეც მოუშუშებელი ტრავმებით ჭიდაობდა. 

კომენტარები