მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა შეხვედრაზე კანაფის რეალიზაციის კანონპროექტი, კობახიძემ უპასუხა, რომ განხილვის საგანი "შესაძლოა ესეც იყოს". 

საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მარიხუანის საექსპორტო პოტენციალს სწავლობდა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე უნდა გასულიყო. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირების ნაწილი შეეწინააღმდეგა. ისინი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, სადაც სწორედ შსს-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილებოდა. 

მალევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მარიხუანის ექსპორტის შესახებ ინიციატივა შეჩერდა, საჭიროების შემთხვევაში კი მას პარლამენტიდან საერთოდ გაიწვევენ. 

კომენტარები