ფეხბურთი

ლობჟანიძის გოლი და აღიარება დანიაში

stmsavisen.dk

დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში, საბა ლობჟანიძის რანდერსმა საკუთარ მოედანზე ვენდისელი“ 2:0 დაამარცხა. 59-ე წუთზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა სტუმართა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო  და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ლობჟანიძემ მინდორზე 87 წუთი გაატარა. დანიელებმა ქართველს კარგი თამაში დაუფასეს და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლობჟანიძეს პრიზის სახით სხვადასხვა სახეობის ვისკი გადაეცა.

მიმდინარე სეზონში, რანდერსის“ ქართველი ფორვარდის ანგარიშზე უკვე 3 გოლია. მისი გუნდი დანიის ჩემპიონატში 13 ქულით მე-6 ადგილზეა.

 

კომენტარები