ლეგიონერები

ქართველი ფეხბურთელების დუელი ესპანეთში

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-2 ტურში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ გიორგი აბურჯანიას ლუგოს უმასპინძლა და 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი მინდორზე იყო.

სარაგოსას შემადგენლობაში, პაპუნაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ქართველი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. რაც შეეხება აბურჯანიას, ნახევარმცველმა ლუგოს მაისურით მოედანზე 90 წუთი გაატარა და 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში, სარაგოსა მეექვსე ადგილზეა, ლუგო - მეთორმეტეზე.

კომენტარები