მედიცინა

მისურელი ბავშვი, რომელსაც თავში შამფური გაერჭო, მალე გამოჯანმრთელდება

შაბათს, მისურის შტატში 10 წლის ბიჭს თავს კრაზანები დაესხა, რის გამოც ხის სახლიდან ჩამოვარდა და სახით 30 სანტიმეტრის სიგრძნის რკინის შამფურს დაეცა. შამფური აცდა თვალებს, ტვინს, ზურგის ტვინს და ყველა სასიცოცხლოს მნიშვნელოვან სისხლძარღვს. ოპერაციის შემდგომ, კანზასის უნივერსიტეტის საავადმყოფომ პრესას უთხრა, რომ ბიჭის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, თუმცა მისი ხმა შეიძლება შეიცვალოს. 

"შამფურმა სახეში 15 სანტიმეტრის სიღრმეში შეაღწია, ამის მიუხედავად ბიჭი მაინც გადარჩა და გამოჯანმრთელდება. მსგავსი შემთხვევა არ მქონია" - ამბობს კანზასის საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 

კომენტარები