არჩევნები 2018

საქართველოს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი - ცესკოში რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

primetimenews.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს - მათგან 19 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, 6 კი - საინიციატივო ჯგუფმა.

არჩევნებში კენჭს იყრიან:
 

N1 მიხეილ ანთაძე - სახელმწიფო ხალხისთვის

N2 დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის

N4 ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

N5გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

N10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

N13 ზვიად მეხატიშვილი - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

N17 გიორგი ლილუაშვილი - საქართველო

N18 აკაკი ასათიანი - ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

N21 კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო

N23 ირაკლი გორგაძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

N25 დავით უსუფაშვილი - თავისუფალი დემოკრატები

N27 ზვიად ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

N28 მიხეილ (გელა) სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

N30 ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

N35 გელა ხუციშვილი  - საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

N36 ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი

N40 ლევან ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები

N48 სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი 

N49 ბესარიონ თედიაშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი

ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით სულ 46 განაცხადი იყო შესული - 20 პოლიტიკურ პარიას ეკუთვნოდა, 26 - საინიციატივო ჯგუფებს.

კანდიდატობის 21 მსურველს უარი სხვადასხვა მიზეზით უთხრეს: 19-მა საინიციატივო ჯგუფმა მხარდამჭერთა სია ვერ წარადგინა; ერთმა - საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზი არ შეასწორა, ერთი პოლიტიკური პარტია კი იუსტიციის სამინისტროს მიერ არ იყო რეგისტრირებული.

რეგისტრირებულ კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნა 16 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები