მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი დაქორწინდა

ფრანგი მწერალი, 62 წლის მიშელ უელბეკი დაქორწინდა. ეს მისი მესამე ქორწინებაა.

ფოტოები საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მოდელმა და მსახიობმა, კარლა ბრუნიმ ინსტაგრამით გაავრცელა. უელბეკის ქორწინებაზე საუბრისას ფრანგული მედია სწორედ ბრუნის ეყრდნობა.

უცხოური მედია წერს, რომ უელბეკთან ბედნიერება იშვიათად ასოცირდება - ის დეპრესიას, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და სუიციდურ აზრებს ებრძოდა, რაც მის ლიტერატურაშიც აისახა - ცინიკური, ნიჰილისტი და სექსზე დამოკიდებული პერსონაჟებით.

უელბეკი პირველად 1980 წელს დაქორეინდა და ერთი შვილი, ეთანიც ეყოლა. თუმცა, მას მალევე გაეყარა და მენტალური აშლილობის და უმუშევრობის ჭაობში ჩაეშვა.

მეორე ქორწინება 1998 წელს შედგა - მწერლის ცოლი მარი პიერ გატიე იყო. ამავე წელს გამოიცა "ელემენტარული ნაწილაკები". უელბეკი ცოლთან 2010 წელს განქორწინდა..

კომენტარები