სროლა მიცკევიჩის ქუჩაზე

თბილისში, მიცკევიჩს ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

flickr

თბილისში, მიცკევიჩს ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი დაჭრილის კუთვნილ სახლში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. გამოძიება მას მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

დაკავებული 1976 წელს დაბადებული დ.ლ-ა.შსს-ის ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაჭრილი შ.ჩ სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები