კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, ვინც სლოტ კლუბის ოპერატორს იარაღის მუქარით ფული გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა სლოტ კლუბის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი, 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდაში, სლოტ კლუბ "ვულკანი"-ს ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებული თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები