ფეხბურთი

რონალდუ ფიფას ცერემონიალს არ დაესწრება

Zimbio.com

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ფიფას გალა-დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრება. ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, ამის მიზეზი "იუვენტუსის" გადატვირთული გრაფიკია.

ტურინელებს მატჩებს შორის მოკლე შუალედები აქვთ. ვეტერანმა პორტუგალიელმა თავად გადაწყვიტა, რომ დაჯილდოებაზე დრო არ დაეკარგა და იტალიაში დარჩენილიყო.

რონალდუ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა და შესაძლოა, ტიტულიც მას დარჩეს. პორტუგალიელის გარდა, საუკეთესოს წოდებისთვის ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი") და მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") იბრძვიან. 

რონალდუსგან განსხვავებით, ცერემონიალს დაესწრება კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი, რომელიც საუკეთესო სამეულში არაა. სავარაუდოდ, არგენტინელი ფიფას წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდება.

კომენტარები