#MeToo

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული გეოლოგის სახელობის მყინვარს სახელი შეუცვალეს

#MeToo კამპანიის შედეგებმა ანტარქტიდის მყინვარებამდეც მიაღწია. აშშ-ს გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული გეოლოგის სახელობის მყინვარს სახელი გადაარქვა. 11 კილომეტრის სიგრძის მყინვარს, ბოსტონის უნივერსიტეტის გეოლოგის, დევიდ მარქანტის საპატივსაცემოდ მარქანტი ერქვა, საბჭოს გადაწყვეტილებით ამიერიდან მისი სახელი მატატუა იქნება. 

"ბოსტონის უნივერსიტეტმა დაადგინა, რომ დევიდ მარქანტმა დაარღვია განათლებაში სქესობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ნორმები, და ა.შ.შ-ს პოლიტიკა ამბობს, რომ გეოგრაფიული ადგილებს მხოლოდ იმ ადამიანების სახელი შეიძლება დაერქვას, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პოლარული მეცნიერების განვითარებაში. მარქანტმა შექმნა გარემო, რომელიც იყო მტრული და დამაზიანებელი სხვა მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. ეს ქცევა მიუღებელია და აფერხებს მეცნიერების განვითარებას"- განაცხადა ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოლარული პროგრამების ხელმძღვანელმა კელი ფოლკნერმა

ანტარქტიდაზე ექსპედიციის დროს, მარქანტი თავის სტუდენტს მეძავს ეძახდა, მოშარდვის დროს ქვებს ესროდა, ციცაბო ფერდობებზე სიარულისას ხელს ჰკრავდა, თვალებში ფერფლს აყრიდა და გამუდმებით აკეთებდა სექსუალური შინაარსის კომენტარებს. 

კომენტარები