გაქცეული ცხოველები

ცხვარიჭამიის ცხოველთა თავშესაფარში მგელმა ელექტრო ღობის ქვეშ გვირაბი გაიყვანა და გაიპარა

ცხვარიჭამიის ცხოველთა თავშესაფარში მგელმა ელექტრო ღობის ქვეშ გვირაბი გაიყვანა და გაიპარა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდი ავრცელებს.

მგელს სერი ჰქვია და ის ყაზბეგის რაიონის სოფელი კობიდან გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს თავშესაფარში.

კომენტარები