აშშ

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სექსუალურ შევიწროვებაში დებენ ბრალს

ბრეტ კავანო

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წამოყენებულ ბრეტ კავანოს სექსუალურ შევიწროვებაში ორი ქალი ადანაშაულებს.

პროფესორი კრისტინა ფორდი კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის სენატის კომიტეტის წინაშე ჩვენებას ხუთშაბათს მისცემს.

დებორა რამირეზის თქმით 1983-4 წლებში იელის უნივერსიტეტსი კავანოსთან ერთად სწავლობდა და მას ერთ-ერთ წვეულებაზე ეგზიბიციონიზმში ადანაშაულებს.

კავანო ბრალდებებს უარყოფს. თეთრი სახლის სპიკერის თქმით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ მხარს უჭერს მათ მიერ ნომინირებულ კანდიდატს და ეს ბრალდებები დემოკრატიული პარტიის მიერ კავანოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება, რომლებსაც უვადოდ ამტკიცებენ. კანდიდატს მხარი ჯერ სენატის იურიდიულმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთელმა სენატმა უნდა დაუჭიროს.

კომენტარები