რუსი ჯაშუშები

რუსეთის მოქალაქე ოსლოს IT კონფერენციაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსი მამაკაცი ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიზეზი ნორვეგიის პარლამენტში ჩატარებულ IT კონფერენციაზე გამოვლენილი “უცნაური ქმედებებია”.

ნორვეგიის პოლიციას მამაკაცის ვინაობა არ გაუსაჯაროებია, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 51 წლისაა და როგორც თავად ამბობს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს IT მრჩეველია.

ნორვეგიაში რუსეთის საელჩომ დაკავების შესახებ  დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ეჭვი “გამოგონილია”, ხოლო დაკავებას “აბსურდული საბაბი” აქვს.

ნორვეგიის IT კონფერენცია თავს უყრის ექსპერტებს, რომლებიც საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ.  

კომენტარები