ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 4 ადგილით დაქვეითდა. ამჟამად, საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს რეიტინგში 1277 ქულით 35-ე ადგილზეა.

ბასილაშვილმა უკანასკნელი ტურნირი მეცში ჩაატარა, სადაც 1/4-ფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა. რეიტინგში უკუსვლაც სწორედ ამითაა განპირობებული.

ბასილაშვილის გარდა, ATP-ს რეიტინგში 5 ქართველია: ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე.

კომენტარები