ტერორიზმი

10 ყველაზე წარუმატებელი ტერორისტი

0 კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის ფენომენი არ არის და ფესვები ადრეული წინააღმდეგობრივი და პოლიტიკური მოძრაობებიდან მოდის, ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად ითვლება.

ტერორისტულ თავდასხმებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა არსებობს ტერორისტთა წარუმატებელი მცდელობებიც:  

N 10 - 2010 წელს, ფაისალ შაჰზადმა, Times Square-ზე მანქანის აფეთქება გადაწყვიტა. ბომბი არასწორად იყო დამაგრებული და არ აფეთქდა. ფაისალ შაჰზადს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

N 9 - 1999 წელს ტერორისტი აჰმად რისამი აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის დროს ანერვიულდა. მასთან საბაჟოს ინსპექტორი მივიდა, რისამს შეეშინდა და გაქცევა გადაწყვიტა. ამ დროს ინსპექტორმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ აჰმადის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა. მისმა ქმედებამ ეჭვი გამოიწვია და ალჟირელი ტერორისტი მალევე დააკავეს.

N 8 - 2008 წელს, ბრიტანელმა ნიკი რეილიმ რესტორანზე თავდასხმა სახლში დამზადებული ბომბით გადაწყვიტა. რეილის თავდასხმა ჩაფლავდა - მას ბომბი საპირფარეშოში ხელებში აუფეთქდა.

N 7 - 2008 წელს, მანამდე უცნობმა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს “ავღანეთის რევოლუციურ ფრონტს” უწოდებდა, გადაწყვიტა, რომ პარიზის ერთ-ერთ მაღაზიას ააფეთქებდა იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ავღანეთს არ დატოვებდა. საბოლოოდ, მაღაზიაში აუფეთქებელი დინამიტები იპოვეს.

N 6 - 1992 წელს, აჰმად ‘აჯაჯი აშშ-ში შესვლას ყალბი შვედური პასპორტით შეეცადა. მის ჩანთაში აეროპორტის პერსონალმა ბომბის დასამზადებელი ინსტრუქციები და ტერორიზმის შემსწავლელი ვიდეოები აღმოაჩინა. (სამწუხაროდ, საზღვარი გადაკვეთა მისმა თანამზრახველმა, რამზი იუსუფმა, რომელიც 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე თავდასხმის მონაწილე იყო.)

N 5 - 1995 წელს, ფილიპინების ხელმძღვანელობამ გახსნა ე.წ “ბოჯინკა” სცენარი. ალ-კაიდას წევრები - რამზი იუსუფი და ხალიდ შეიხ მუჰამადი 12 სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. სცენარი გამჟღავნდა მას შემდეგ, რაც ბომბის დამზადების დროს მათ საცხოვრებელ ბინაში ქიმიური ცეცხლი გაჩნდა. იუსუფი პაკისტანში 23-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

N 4 -  2001 წელს, რიჩარდ რეიდმა, ალ-კაიდას ბრიტანელმა წევრმა, თვითმფრინავში ფეხსაცმელში დამაგრებული ასაფეთქებლის ამოქმედება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, აფეთქების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ის დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

N 3 - 2009 წელს, 23 წლის ომარ ფარუკ აბდულ მუტალაბმა გადაწყვიტა ამსტერდამი-დეტროიტის რეისზე ბომბი აეფეთქებინა, რომელსაც ის შარვალში ინახავდა. ასაფეთქებლის ამოქმედების მცდელობისას ერთ-ერთმა მგზავრმა უცნაური ხმა გაიგონა, შემდეგ კი დაინახა, როგორ იწვოდა მუტალაბის შარვალი. ის მალევე გაანეიტრალეს.

N 2 - მუჰამედ სალამეჰი FBI-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ტერორისტების აღმოჩენაში დაეხმარა - ის პოლიციას თავისი “დაკარგული” მანქანის საფასურის ასანაზღაურებლად დაუკავშირდა. მანქანა წინა დღით ტერორისტული თავდასხმის დროს თავის თანამზრახველებთან ერთად ააფეთქა.

N 1 - 2009 წელს, სამხრეთ ავღანეთში თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა შემთხვევით თავი აიფეთქა. ბომბი ნაადრევად აფეთქდა. აფეთქების დროს 6 სხვა ტერორისტიც დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები