იძულება

დედის მიმართ იძულების ფაქტზე ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ იძულების ფაქტზე ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ხ.ბ. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დედამისს ნ.გ-ს აიძულებდა, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის 80 ლარი მიეცა.

სამართალდამცველებმა ხ.ბ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული იძულება] წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები