თვითმკვლელობამდე მიყვანა

კაცი, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელმაც დიდ დი­ღომ­ში, კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა, გუშინ სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხ­ლით დაიწყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გულისხმობს. დიმიტრი ტა­ტიშ­ვილს ცოლი და ოთხი შვი­ლი ჰყავდა.

დიმიტრი ტა­ტიშ­ვი­ლმა რამდენიმე თვის წინ სა­ცუ­რაო აუზი იყი­და და კორ­პუ­სებს შო­რის ეზო­ში და­ა­მონ­ტა­ჟა.

"4 შვი­ლი მყავს. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მინ­დო­და იმ მო­მენ­ტის ნახ­ვა, როცა უბ­ნის ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლად შე­ამ­ჩნევ­დნენ აუზს ეზო­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად შუა ღა­მეს ავა­წყვეთ, რომ არ ენა­ხათ. დი­ლით კი და­ვე­ლო­დე მათ რე­აქ­ცი­ას და ზუს­ტად ისე­თი იყო რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა. ბედ­ნი­ე­რე­ბის და სი­ხა­რუ­ლის ნა­პერ­წკლე­ბი ცვი­ო­დათ თვა­ლე­ბი­დან. მი­ზა­ნიც ეს იყო" - ამ­ბობ­და ტატიშვილი mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კომენტარები