თაღლითობა

არიზონაში, კაცი იტყუებოდა რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა, რათა მომვლელი ქალები ჰყოლოდა

Foxnews.com

აშშ-ის შტატ არიზონაში, 31 წლის კაცი პოლ ანტონი მეჩანკა იტყუებოდა, რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა, რათა დასაბანად და გამოსაცვლელად მომვლელი ქალები ჰყოლოდა.

პოლ მეჩანკა 6 სექტემბერს თაღლითობისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დააკავეს. პოლიციის წარმომადგენელის თქმით, ბრალდებული ერთ-ერთ მომვლელებისთვის განკუთვნილ საიტზე დარეგისტრირებული იყო, როგორც Amy და სამ მომვლელ ქალს ეძებდა, რომლებიც მისი ასისტენტებუ იქნებოდნენ და უფროსი შვილის მოვლაში დაეხმარებოდნენ.

პოლიციის წარმომადგენელისვე თქმით, პოლ მეჩანკა გასაუბრებისთვის მომვლელებს რესტორანში იბარებდა და საჯარო ტუალეტებში მისი პამპერსების გამოცვლას სთხოვდა.

საბოლოოდ, ერთ-ერთ საღამოს პოლ მეჩანკას მომვლელი სახლში გაყვა და მის მშობლებს შეხვდა. მან აღმოაჩინა, რომ 31 წლის კაცს დაუნის სინდრომი არ აქვს და ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

კომენტარები