ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 100 კგ წონით კატეგორიაში მებრძოლმა ქართველმა ნახევარფინალში მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა.

29 წლის ლიპარტელიანს ფინალში კორეელ გუჰამ ჩოსა და რუს ნიაზ ილიასოვს შორის გამარჯვებული ელის.

ფინალური ბრძოლა დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყება.

კომენტარები