თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 26 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის და ლომთათიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის (ნაწილობრივ), კოლხეთის და რომის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები