მარიხუანას შესახებ კანონპროექტი

კობახიძე მარიხუანას კანონპროექტზე: ექსპორტი მილიარდი დოლარით გაიზრდება

პარლამენტის პრესსამსახური

ირაკლი კობახიძემ სამედიცინო მარიხუანას ექსპორტისა და კანონპროექტის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს ნარკოტიკების წარმოებას.

"დავინახეთ, რომ საზოგადოებაში არის მღელვარება, ეკლესიაც შფოთავს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამას ჰქონდა ობიექტური საფუძველი. ეს როგორც კი დავინახეთ მაშინვე შევაჩერეთ კანონპროექტის განხილვა, იმიტომ რომ გვინდა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებასა და მის ექსპორტს. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არაპირდაპირი გზებით გაედინოს ნარკოტიკი? ამასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი გამოცდილება ისრაელის, საბერძნეთის, რომელიც მართმადიდებლური ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, ძალიან მარტივად ხდება იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არც ერთი გრამი მარიხუანა ანუ კანაფი არ გადის გარეთ, ანუ ეს არის მეორე საკითხი რომ არაპირდაპირი საფრთხეც არ არსებობს. ამაზე გვინდა, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ, ჩვენ რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პირდაპირ დღეს, გამოვა რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით და უკან დახევა მოგვიწია". - თვქა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო მარიხუანას ექსპორტი საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

"ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ, გადინების საფრთხე არ არსებობს და რაც შეეხება ეფექტს - ჩვენ რომ ვსაუბრობდით სიღარიბეზე, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წინსვლის პირობებშიც სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება 8-10 წელი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ თუ რაიმე იძლევა იმის საშუალებას, რომ 10 წლის მაგივრად ეს გავაკეთოთ 8-7 წელიწადში, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში როდესაც ზიანიც კი არავის არ ადგება. კიდევ ერთხელ რას ვამბობ - ზიანი არავის არ ადგება, სარგებელი ის არის, რომ პირობითად ექსპორტი მილიარდი დოლარით იზრდება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები