ლეგიონერები

ჯანო ანანიძე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება

GFF.GE

მოსკოვის “სპარტაკის“ სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე “ჩერნომორეცთან“ დღეს გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა. ამ ინფორმაციას მოსკოველთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ჯანო ანანიძეს 24 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია. ნახევარმცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

“სპარტაკი“ და “ჩერნომორეცი“ ერთმანეთს რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან. მოსკოველთა თავკაცმა მასიმო კარერამ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა და შესაძლოა, ჯანო ანანიძე მოედანზე რამდენიმე წუთით მაინც შეუშვას.

დიდი ალბათობით, ანანიძე ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.

კომენტარები