კრიმინალი

ბაღდათში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გაქურდეს

flickr

ბაღდათში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გაქურდეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული. შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები