ჯგუფური ყაჩაღობა

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო.  

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა - თ.ზ.-მ და მ.კ.-მ ქ.თბილისში, უკანონოდ შეაღწიეს ლ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითდაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 10 816 ლარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ",- ნათქვამი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა თ.ზ. და მ.კ. 2017 წლის 29 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი  ჯგუფურად,  ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, ხოლო თ.ზ.-ს ბრალდება ასევე წარედგინა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო მ.კ.-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები