ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მეწარმე, რომელსაც ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეჰქონდა, პასუხისგებაში მისცეს

0 კომენტარი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედის შეიტანისა და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაეუფლების ბრალდებით, ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას." - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები