ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასზე ორი საგოლე პასი გააკეთა (VIDEO)

0 კომენტარი

ბელგიის თასის 1/8-ფინალში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" "ვირტონი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ჩაკვეტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ქვილითაიას კი, ტრავმის გამო არ უთამაშია.

ქართველების გუნდი 1:2-ს აგებდა, როცა ჩაკვეტაძის პასით ლიმბომბემ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, ჩაკვეტაძემ ლიმბომბეს ბურთი ქუსლით დაუტოვა და ამ უკანასკნელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 4:2 დააფიქსირა.

ასევე ცნობილია, რომ ექიმების წინასწარი პროგნოზით, გიორგი ქვილითაია "გენტს" იანვრიდან დაუბრუნდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები