ევროპის ჩემპიონატი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს

Uefa.com

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლად გერმანია დაასახელა. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი ადასტურებს.

გერმანიის გარდა, ევროპირველობის მასპინძლობისთვის თურქეთიც იბრძოდა. 21 სექტემბერს, უეფას წარმომადგენლები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდნენ და მათგან სამოქმედო გეგმები მოისმინეს. უეფაში გადაწყვეტილება სწორედ ამ თათბირის შემდეგ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ევროპის ჩემპიონატს 1988 წელსაც უმასპინძლა.

კომენტარები