Google

Google-ი 20 წლის გახდა

0 კომენტარი

Google-ი 20 წლის გახდა. ყველაზე პოპულარულმა და რევოლუციურმა საძიებო სისტემამ, სხვადასხვა ენებზე ყველაზე ხშირად მოძებნილი კითხვების შესახებ ახალი, სახალისო Doodle შექმნა.

კომპანიამ ასევე აამუშავა ვებგვერდი 20years.withgoogle.com, რომელიც ბოლო ოცი წლის ძიების ტრენდების შესახებ ფაქტებს ეძღვნება. მაგალითად, ჰიტ ლეჯერი 2008 წელს ყველაზე მოძებნადი მსახიობი იყო, ნეიმარი კი 2017 წელს ყველაზე მოძებნადი ფეხბურთელი. 

Google-ის დამფუძნებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დომეინი google.com პირველად 1997 წელს დაარეგისტრირეს, თუმცა კომპანია ოფიციალურად 1998 წლის 4 სექტემბერს დააფუძნეს მათი მეგობრის, სიუზან ვოჩინსკის გარაჟში, რომელიც კომპანიის პირველი მარკეტინგის მენეჯერი და საბოლოოდ youtube-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები