GEM fest 2019

GEM fest 2019 ლატვიაში, ქალაქ იურმალაში ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2019 ლატვიაში, ქალაქ იურმალაში ჩატარდება. ინფორმაცია, ღონისძიების ჩატარების ადილისა და თარიღის შესახებ, ფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

ქართული ელექტრონული მუსიკის ბრენდი ლატვიის ზღვისპირა ქალაქში სამდღიან ფესტივალს 12, 13 და 14 ივლისს გამართავს. ორგანიზატორების ცნობით, მათ 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, შემსრულებლები და ბილეთის ფასები, მალე გახდება ცნობილი.

საქართველოში Gem fest 2018 ჩაიშალა, ამის მიზეზი მიწის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე მთავრობის უარი გახდა.

GEM fest-ის დამფუძნებლი, გიორგი სიგუას ამბობდა, რომ, თუ მთავრობა ფესტივალს მიწას არ გამოუყოფდა, 2018 წლის ჯემ ფესტს აფხაზეთში ჩაატარედა.

2017 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა, ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა. ამის გამო, GEM fest-ის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება დაუგროვდა.

დასაქმებულთა ნაწილმა ფესტივალის ორგანოზატორებს სასამართლოში უჩივლა. ისინი კუთვნილი ჰონორალის სრულად ანაზღაურებს ითხოვდნენ.

კომენტარები