ემანუელ მაკრონი

მაკრონი: აფრიკის დემოგრაფიის პრობლემა ისაა, რომ ეს არჩეული შობადობა არ არის

0 კომენტარი
ფოტო: TheGuardian

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გეითსების ფონდის ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის, გოგონებისათვის შესაფერისი განათლების მიწოდების და აფრიკის კონტინენტზე დემოგრაფიულ პრობლემბზე ისაუბრა:

"ზრდასრული მოსახლეობის, რომელთაც განათლება არ მიუღიათ, 63% ქალები არიან. ეს გენდერული უთანასწორობის საფუძველია. აფრიკის დემოგრაფიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არჩეული შობადობა არაა.

ყოველთვის ვამბობ, გთხოვთ, მანახეთ ქალი, რომელსაც სრული განათლება აქვს მიღებული და რომელმაც გადაწყვიტა ჰყავდეს 7,8,9 შვილი. გთხოვთ მანახეთ ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა სკოლა დაეტოვებინა 10 წლის ასაკში იმისათვის, რათა 12 წლის გათხოვილიყო.

ეს არ არის ჭკუის დარიგება ნიუ იორკიდან აფრიკელებისათვის. ამის თქმა სრული სისულელეა. ბევრი აფრიკელ ლიდერი დღეს აქ იმისთვისაა, რომ ამგვარად გამოვიდეს სიტყვით. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ბევრ გოგონას არ აქვს შესაფერისი განათლება, იმიტომ, რომ ადამიანებმა ამ ქვეყნებში და აქაც გადაწყვიტეს, რომ ამ გოგონების უფლებები არ არის იგივე, რაც ახალგაზრდა კაცების. ეს მიუღებელია.

მე არ მაქვს პრობლემა ქალთან, რომელსაც 7,8 შვილი ჰყავს, თუ ეს თავად გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც განათლება მიიღო. დღეს ეს ასე არ ხდება. ამიტომ ჩემთვის განათლება არის საშუალება უარესის თავიდან ასაცილებლად, აფრიკულ ქვეყნებში და დანარჩენ მსოფლიოში შესაძლებლობების მაქსიმუმის მისაღწევად და დემოგრაფიის შესაფერისი მონიტორინგისათვის." თქვა მან.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მუსია ქებურია

კომენტარები