ჟიზელ ბიუნდჰენი

ჟიზელ ბიუნდჰენი: ვფიქრობდი, თუ აივნიდან გადავხტებოდი, აღარასდროს ვიდარდებდი

0 კომენტარი
ფოტო: getty images

ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელა, ჟიზელ ბიუნდჰენმა ჟურნალ People-თან თავის ცხოვრებასა და დეპრესიაზე ისაუბრა.

ჟიზელ ბიუნდჰენმა სამოდელო კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად მას დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ - "მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ცხვირი ძალიან დიდია, ჩემი თვალები კი ძალიან ვიწრო და ამის გამო ვერც ერთი ჟურნალის გარეკანზე ვერ მოვხვდებოდი".

თუმცა, 1997 წელს ალექსანდრ მაქქუინის შოუზე გამოჩენის შემდეგ, ჟიზელ ბიუნდჰენი ჟურნალ Vogue-ს გარეკანზეც მოხვდა, 2000 წელს კი მან Victoria's Secret-თან ყველაზე დიდი, 25 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟიზელის თქმით, მას პანიკური შეტევები 2003 წელს თვითმფრინავში დაეწყო, მას შემდეგ კი ლიფტების, გვირაბებისა და ჩაკეტილი ადგილების შიში განუვითარდა.

"ვფიქრობდი, რატომ უნდა ვგრძნობდე თავს ასე? მეგონა, რომ არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი ცუდად. თუმცა, თავს უძლურად ვგრძნობდი. სამყარო უფრო და უფრო პატარა ხდებოდა და არ შემეძლო სუნთქვა, რაც ყველაზე საშინელი გრძნობაა რაც კი ოდესმე მქონია", - ამბობს ჟიზელ ბიუნდჰენი.

მისივე თქმით, როდესაც მას პანიკური შეტევები სახლშიც დაეწყო, ის თავის მოკვლაზეც დაფიქრდა.

"ვფიქრობდი, რომ თუ აივნიდან გადავხტებოდი ყველაფერი დასრულდებოდა და არასდროს აღარ ვიდარდებდი ჩემს გრძნობებზე", - ამბობს ჟიზელ ბიუნდჰენი.

ამის შემდეგ ჟიზელ ბიუნდჰენმა გადაწყვიტა, რომ ექიმთან მისულიყო. ექიმმა მას ანტიდეპრესანტი "ქსანაქსი" დაუნიშნა.

"იმის წარმოდგენამ, რომ რაღაცაზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი, ჩემზე უარესად იმოქმედა. ვფიქრობდი, რა მოხდებოდა წამალი რომ დამეკარგა? მოვკვდებოდი? ერთადერთი ის ვიცოდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ვეწეოდი სიგარეტს, ვსვამდი ერთ ბოთლ ღვინოს და სამ ჭიქა ყავას დღეში და უცბად ერთ დღეს ყველაფერს თავი დავანებე. ვიფიქრე, რომ ეს იყო ის ყველაფერი, რაც ტკივილს მაყენებდა და ეს უნდა დასრულებულიყო", - ამბობს ჟიზელ ბიუნდჰენი.

ჟიზელ ბიუნდჰენი 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო, მან 2016 წელს ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით 30.5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. პირველი ადგილი კი მხოლოდ 2017 წელს დათმო, როდესაც მან ყველაზე მაღალანზღაურებად მოდელების სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა 17.5 მილიონი ამერიკული დოლარით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები