#WhyIDidntreport

დელევინი სექსუალურ შევიწროებაზე: მრცხვენოდა, არ მსურდა ვინმეს ცხოვრება დამენგრია

allure.com

გასული კვირის განმავლობაში ადამიანებმა ტვიტერზე ახალი კამპანია დაიწყეს - ისინი ყვებიან რატომ არ განაცხადეს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და ამას #WhyIDidntReport-ს (#რატომარგანვაცხადე) ურთავენ.

ბრიტანელმა მოდელმა და მსახიობმა, კარა დელევინმა ამ კამპანიის ფარგლებში პოსტი დაწერა, რატომ არ განაცხადა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ.

"იმიტომ, რომ მრცხვენოდა რაც მოხდა და არ მინდოდა საჯაროდ ვინმეს ცხოვრება გამენადგურებინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირადად ჩემი ცხოვრება გაანადგურეს #WhyIDidntReport", - წერს კარა დელევინი.

კომენტარები