ცუნამი

ცუნამი ინდონეზიაში - დამანგრეველი ტალღით გამოწვეული ზუსტი ზარალი უცნობია

ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა. ცუნამის ტალღამ ყველაზე მეტად არქიპელაგის კუნძული სულავესი დააზარალა, კუძულის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი პალუ თითქმის მთლიანად დაიტბორა. 

ინდონეზიის მთავრობამ განგაშის სიგნალი ოკეანეში ცუნამის წარმოშობიდან ხუთი წუთის შემდეგ გაავრცელა, თუმცა აღნიშნული დრო ევაკუაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მომხდარს, უცნობია მატერიალური ზიანის ოდენობაც. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ცუნამის ვიდეო

 

კომენტარები