თანასწორობის მოძრაობა

"თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ

0 კომენტარი

დღეს, 28 ოქტომბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.

დაზარალებულია სამი ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორგანიზაციის თანამშრომლის თქმით, ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე ამუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა მოკლავდა.

"თანასწორობის მოძრაობის" თანამშრომელი მარიამ კვარაცხელია ტაბულასთან ყვება, რომ კონფლიქტი დაიწყეს მეზობლებმა, რომლებიც მათი ოფისის მიმდებარედ ცხოვრობენ. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ჩაკეტეს ეზოდან გასასვლელი ჭიშკარი და ლგბტ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რომ ამ დროისთვის საქმე კვალიფიცირებული არაა და ჯერ თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები