ლეგიონერები

ტრავმირებული გიორგი პაპუნაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-7 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა. 35-ე წუთზე, ქართველი მინდვრიდან საკაცის დახმარებით გაიყვანეს

პაპუნაშვილი მეტოქის ფორვარდს შეეჯახა, რამაც კოჭისა და წვივის ტრავმა გამოიწვია. რამდენად მძიმეა ნახემარმცველის ტრავმა და როდის დაუბრუნდება ის მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.

პაპუნაშვილის გარეშე დარჩენილმა "სარაგოსამ" "ალბასეტესთან" ფრე - 2:2 ითამაშა.

კომენტარები