ნარკოტიკები

მეტამფეტამინი და ამფეტამინი - გორში ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 
ბრალდებით 1 პირი დააკავა. 1989 წელს დაბადებული ა.ხ. გორში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთჯერად შპრიცებში 
მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები - მეტამფეტამინი და ამფეტამინი 
ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები