მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში

მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ინდონეზიაში სულ მცირე 832 ადამიანი დაიღუპა

cnn

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ინდონეზიაში სულ მცირე 832 ადამიანი დაიღუპა.

27 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე ჯერ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შემდეგ კი 7.4 მაგნიტუდის, რასაც ცუნამი მოჰყვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის და ცუნამის დროს ათასობით შენობა დაინგრა.

კომენტარები