ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი

შაბათს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ ვირჯინიაში, ქალაქ უილინგში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მას და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს ერთმანეთი შეუყვარდათ და ბოლო თვეებია დიდებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. 

"ის საკმაოდ ხისტი იყო, ისევე როგორც მე. წინ და უკან დავდიოდით და ბოლოს ერთმანეთი შეგვიყვარდა. კარგი? არა, მართლა. მან ულამაზესი წერილები მომწერა. დიდებული წერილებია. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა."- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ტრამპისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს ასამბლეის სხდომაზე. მისი თქმით აშშ-ს მხრიდან სანქციების გამკაცრება აღრმავებს უნდობლობას და ხელს უშლის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას. ის ამბობს, რომ ვერ ხედავს პროგრესს აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესში. 

სინგაპურის სამიტის შემდეგ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარ ნახევარ-კუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმა დასახეს, თუმცა, როგორც ჩანს სამიტის შემდგომი მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ჩიხში შევიდა. ფხენიანი აშშ-ს ჯარების სამხრეთ კორეიდან გაყვანას მოითხოვს. ხელოვნური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოები კი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის იარაღის მწარმოებელი ქარხნები კვლავ განაგრძნობს ბირთვული იარაღის წარმოებას. 

"აშშ-ს მხრიდან ნდობის გარეშე, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები ეროვნულ უსაფრთხოებაში. ასეთ პირობებში კი ცალმხრივი განიარაღება გამორიცხულია." - განაცხადა რი იონგ ჰომ.

 

კომენტარები