ლგბტ უფლებები

რუმინეთის სასამართლო: გეი და ჰეტეროსექსუალი წყვილები ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ

რუმინეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, გეი წყვილები ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ როგორც ჰეტეროსექსუალები. ამის შესახებ Washington Post გამოცემა Associated Press-ზე დაყრდნობით წერს. 

სასამართლოს განჩინების მიხედვით როგორც ერთნაირსქესიან, ისე ჰეტეროსექსუალ წყვილებს, ოჯახთან მიმართებით ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ და სამართლებრივი და იურიდიული სარგებელი მიიღონ.

გამოცემის ცნობით, 6-7 ოქტომბერს ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახი, როგორც ქალის და კაცის ქორწინება. რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პეტიციას სადაც, კონსტიტუციაში ოჯახი მხოლოდ ქალის და კაცის ერთობას წარმოადგენდეს, სამმა მილიონმა რუმინელმა მოაწერა ხელი.

მთავრობა ამბობს რომ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე მხარეს მხარდაჭერას უცხადებს. კრიტიკოსები კი ფიქრობენ რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ლგბტ თემის უფლებების დარღვევას გამოიწვევს. 

გამოცემა წერს, რომ რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირის ის ქვეყნებია, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს არც სამართლებრივად იცავენ და არც ქორწინების უფლება აქვთ.

კომენტარები