ილონ მასკი

ილონ მასკი Tesla-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ილონ მასკმა ტესლას თავჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, აშშ-ს მარეგულირებელ უწყებებთან მასკმა შეთანხმება მას შემდეგ დადო, რაც მის მიმართ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. 

შეთანხმების თანახმადმასკმა თანამდებობა 45 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს და ვერ დაბრუნდება მინიმუმ სამი წლის განმავლობაში. თუმცა, ის შეინარჩუნებს გენერალური დირექტორის პოსტს. ასევე, მასკმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა 20 მილიონი დოლარის ოდენობით. იმავე თანხას გადაახდევინებენ კომპანია Tesla-საც. ამ ფულს დაზარალებულ ინვესტორებს გაუნაწილებენ.

ფედერალურმა კომისიამ ილონ მასკის წინაღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის კერძო ფირმად გადააქცევდა და გამოისყიდდა ყველა აქციას, თითოს 420 დოლარად, რაც მათ საბაზრო ფასს აჭარბებდა. მოგვიანებით, მან თავის გეგმებზე უარი თქვა და გაჩნდა ეჭვი, რომ მან ითაღლითა რათა აქციების კურსზე გავლენა მოეხდინა.

Forbes-ის მონაცემებით, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ის 25-ე ადგილზეა. ის კომპანია ტესლასა და სარაკეტო კომპანია Space X-ის დამფუძნებელია. 

კომენტარები