ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სასაზღვრო ზონის განაღმვა დაიწყეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს თქმით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სასაზღვრო ზონაში დამონტაჟებული ნაღმების აღება დაიწყეს.

გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებისა და ნდობის განმტკიცებისათვის მიიღეს.

ამის შესახებ ფხენიანში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის ოფიციალური ვიზიტისას შეთანხმდნენ.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები მომდევნო 20 დღის მანძილზე ე.წ. ერთობლივი უსაფრთხოების ზონიდან ყველანაირი ნაღმის აღებაზე შეთანხმდნენ. ეს ზონა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონის ერთადერთი ნაწილია, სადაც ორი ქვეყნის სამხედროები პირისპირ დგანან. ზონაში გაეროს ძალებიც არიან განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მხარეს განაღმვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა იგივე პროცესი ჩრდილოეთ კორეამ.

შეგახსენებთ, რომ მხარეება უკვე აიღეს ხმის გამაძლიერებლები, რომელიც პროპაგანდისტულ მესიჯებს გადასცემდა და დაცვის ნაწილი მოხსნეს.

ექსპერტების თქმით დემილიტარიზებულ ზონაში და სასაზღვრო ტერიტორიებზე მილიონზე მეტი ნაღმია, რის გამოც წარსულში როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობაც დაღუპულა ან დაშავებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები