ირანი-სირია

ირანმა სირიის აღმოსავლეთით სამხედრო დაჯგუფებებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

0 კომენტარი
ფოტო: AP

ირანმა სირიაში სამხედრო დაჯგუფებებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში თავდასხმის მიზეზად 22 სექტემბერს ირანის ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე თავდასხმას ასახელებენ, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

განცხადების მიხედვით თავდასხმის სამიზნეებს აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის და რეგიონული ძალების მიერ მხარდაჭერილი "ურწმუნო ტერორისტები" წარმოადგენდნენ. თავდასხმისათვის 6 რაკეტა და დრონები გამოიყენეს. Fars News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდრა რაკეტები წარწერით "სიკვდილი საუდის ოჯახს", "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს".

აჰვაზში სამხედრო აღლუმზე შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ და "აჰვაზის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობამ" აიღეს, რომელიც ეთნიკურად არაბი ირანელების სეპარატისტულ მოძრაობას წარმოადგენს. თუმცა, დაჯგუფებებს ამის მტიკეცბულება არ წარმოუდგენიათ. თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის ირანის რევოლუციური გვარდიის 12 წევრი იყო.

აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ თავდასხმის ორგანიზატორებს საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები აფინანსებდნენ, რისთვისაც ირანი მათ მკაცრად დასჯიდა.

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები თავდასხმასთან რაიმე კავშირს უარყოფენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები