ბრექსითი

ჯერემი ჰანტმა ბრექსითზე საუბრისას ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

ჯერემი ჰანტი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა კონსერვატიული პარტიის კოყველწლიურ კონფერენციაზე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შადარა და თქვა, რომ ორგანიზაცია საპატიმროს ემსგავსება.

ჰანტის თქმით ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ იდეალებსა და ოცნებებს ზურგი შეაქციეს და ფიქრობენ, რომ კლუბის შესანარჩუნებლად მისი დატოვების მსურველი წევრები უნდა დასაჯონ:

"რა დაემართა ევროპული ოცნების იდეალებსა და რწმენას? ევროკავშირი თავისუფლების დასაცავად შეიქმნა. საბჭოთა კავშირი უშლიდა ქვეყნებს მის დატოვებას. ისტორიიდან ნათელი გაკვეთილის სწავლა შეიძლება: თუ ევროკავშირის კლუბს საპატიმროდ აქცევთ, მისი დატოვების სურვილი არ შემცრიდება, ის გაიზრდება და ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პატიმარი, რომელიც გაქცევას შეეცდება.

არასოდეს შეგეშალოთ ბრიტანული ზრდილობა ბრიტანულ სისუსტეში. იმიტომ, რომ თუ ბრიტანეთის მსგავს ქვეყანას კუთხეში მოიმყვდევთ ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ.

ბრიტანეთის ბრექსითისათვის დასჯა არის სიმპტომებთან ბრძოლა და არა პრობლემის მიზეზთან. მიზეზი მიგრაციასთან დაკავშირებით ხალხის შეშფოთებებთან გამკლავებაში ევროპის პოლიტიკური ელიტის მარცხია, მათ შორის ჩემნაირი ხალხის ბრიტანეთში." თქვა მან.

ჯერემი ჰანტმა გამოსვლაში რუსეთიც გააფრთხილა, რომ ბრიტანეთის დაშინება და საერთაშორისო კანონების დარღვევა ძვირად დაუჯდება.

"კონსერვატიული პარტიის მმართველობის ქვეშ ბრიტანეთს კრემლისათვის მარტივი მესიჯი აქვს: თუ ამ ქვეყნის დაშინებას შეეცდებით, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებთ, თუ საერთაშორისო კანონებს არ დაემორჩილებით, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ." თქვა მან.

კომენტარები