აზია არჯენტო

აზია არჯენტომ არასრულწლოვან ჯიმი ბენეტთან სექსი აღიარა

იტალიელმა მსახიობმა აზია არჯენტომ აღიარა, რომ ჯიმი ბენეტთან სექსი ჰქონდა როცა ის არასრულწლოვანი იყო. 

იტალიურ ტელეარხ La7-ის ეთერში არჯენტომ თქვა, რომ არ იცოდა რომ ბენეტი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. მსახიობმა მომხდარის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი კავშირი ძალადობრივი არ ყოფილა. 

"ჩვენ სასტუმროს ნომერში ვიყავით, მე მას ფილმში როლს დავპირდი. ბენეტი ფაქტობრივად შემომახტა, კოცნა დამიწყო, გამხადა. მე გაუნძრევლად ვიწექი. ჩვენ გვქონდა სექსი და მას პრეზერვატივიც არ გამოუყენებია. ამის შემდეგ ბენეტმა მითხრა რომ ეს არაჩვეულებრივი იყო და ჩემ მიმართ ლტოლვა 12 წლიდან ჰქონდა",- ამბობს მსახიობი. 

რამდენიმე თვის წინ The New York Times-მა დაწერა, რომ აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ჯიმი ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტომ სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები მაშინვე უარყო. 

მოძრაობა #MeToo-ს ლიდერი ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა, ენტონი ბურდენმა ჯიმი ბენეტს 380 ათასი დოლარი გასული წლის ოქტომბერში გადაუხადა, რათა მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.

ცოტა ხნის წინ, არჯენტოს შესახებ სერიები CNN-მა ეთერიდან მოხსნა და ასევე, ცნობილი გახდა, რომ ის იტალიური "X-ფაქტორის" ჟიურის წევრი აღარ იქნება. მედიის ცნობით, არჯენტო პროექტის 7 გადაცემაში მონაწილეობს, თუმცა მსახიობი შოუს ფინალურ ეტაპზე აღარ იქნება. 

კომენტარები