თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა: მეზობლების მხრიდან მომატებული საფრთხის გამო, ჩვენი ოფისი დაიკეტება

28 ოქტომბერს თანასწორობის მოძრაობის ოფისთან მომხდარი ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და ცემის გამო, ორგანიზაცია ამბობს, რომ დამნაშავეების დაკავებამდე, უსაფრთხოების მიზნით ოფისი დაიკეტება.

"თავდამსხმელი მეზობლების მხრიდან მომატებული საფრთხის გამო, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ოფისი დაკეტილი იქნება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემამდე.

იმედს გამოთქვამთ, რომ თავდამსხმელები დროულად აგებენ პასუხს მათ მიერ ჩადენილი ძალდობრივი და მუქარის შემცველი ქმედებების გამო და ჩვენ მალე შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას", - ამბობენ მოძრაობაში. 

28 ოქტომბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.

დაზარალებულია სამი ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორგანიზაციის თანამშრომლის თქმით, ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე ამუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა მოკლავდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები