პრეისტორიული ხელოვნება

ინდოეთში პრეისტორიული ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს

0 კომენტარი

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, მაჰარაშტრას რეგიონში არქეოლოგებმა დღემდე უცნობი, ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულებები, პეტროგლიფები აღმოაჩინეს.

"ჩვენი პირველი დასკვნა, რომელიც პეტროგლიფების გამოკვლევის შემდეგ გამოვიტანეთ, არის, რომ ისინი დაახლოებით ძვ.წ. 10 000 წელს მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებების მიერ არის შექმნილი"- განაცხადა მაჰარაშტრას არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა. 

ინდოეთის ხელისუფლება პეტროგლიფების შესწავლას 240 მილიონი რუპიით ($3.2, ₾8,5) დააფინანსებს.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები