კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საუკეთესოდ დაასახელეს

Eurobasket.com

Eurobasket.com-მა "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

"ბასკონიასა" და "სარაგოსას" მატჩი ქართველის გუნდმა ანგარიშით, 99:76 მოიგო. შენგელიამ 21 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

"ჩემპიონატი ახლა დაიწყო და სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ შენგელიასა და "ბასკონიას" დიდი მიზნები აქვთ. თორნიკე დიდი ხანია ბასკურ კლუბშია და მისი პროგრესი ნათელია", - წერია Eurobasket.com-ზე.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, თორნიკე შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო, რითაც ის ყველასგან გამორჩეული გახლდათ.

კომენტარები