ოკუპაცია

4 რუსული ვერტმფრენი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრინდა

რადიო მოზაიკა

რადიო მოზაიკის ცნობით, სოფელ მეჯვრისხევში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სივრცეში, ადგილობრივებმა 4 რუსული ვერტმფრენი შენიშნეს. მათი თქმით, ვერტმფრენებმა მეჯვრისხევს წრე დაარტყეს და ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ. 

სუს-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყების განცხადებით, მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

კომენტარები