ტაქსები

კალაძე: ტაქსების გადაღებვისთვის მძღოლებს ვაუჩერებს დავურიგებთ

ქართული ოცნების პრესსამსახური

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ტაქსისტებს ავტომობილის თეთრად შესაღებად სპეციალური ვაუჩერები დაურიგდებათ. საუბარია 12 ათასზე მეტი ტაქსის გადაღებვაზე. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით. რომ ამ ლიცენზიის მფლობელებს გადავცეთ ავტომობილის შეღებვის ვაუჩერი, რომ მათ არ დაუჯდეთ ეს არცერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას. ახლა ჰოლანდიის და თბილისის შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია მერის კალაძის რეფორმა ტაქსის ფერებთან დაკავშირებით,"- კახა კალაძე.

ამავდროულად, თბილისის მერია გეგმავს, რომ ტაქსებზე რეკლამის განთავსებისთვის იპოვოს შესაბამისი ლიცენზიანტი კომპანია. სწორედ ეს ლიცენზიანტი კომპანია გააფორმებს ტაქსის მძღოლებთან ინდივიდუალურ კონტრაქტებს და მათ ავტომობილებზე რეკლამის განთავსების სანსცვლოდ, აანაზღაურებს ტაქსების თეთრად გადაღებვის ღირებულებას. რეკლამის განთავსების ლიცენზიის ხანგრძლივობა 2 წელი იქნება. 

თუ ერთი ავტომობილის შეღებვა 1500 ლარი დაჯდება, მაშინ პროექტის მთლიანი საფასური 18 მილიონი ლარი იქნება.

ტაქსებისთვის თეთრი ფერით მოძრაობა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო.

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები